Tuesday, 17 May 2011

სანტა-ფე

სანტა-ფე - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში, სანტა-ფეს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარეების - პარანასა და სალადოს შერწყმის ადგილას. მის მოპირდაპირე მხარესაა ქალაქი პარანა, რომელთანაც მდინარისქვეშა გვირაბითაა დაკავშირებული. 2001 წლის მონაცემებით, სანტა-ფეში 369,000 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მის მეტროპოლიაში 454,238. წარმოადგენს არგენტინის მეცხრე უდიდეს ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ სანტა-ფე დედაქალაქია, პროვინციის უდიდესი ქალაქია როსარიო.
ქალაქი დაარსდა 1573 წელს.



წყარო:

No comments:

Post a Comment