არგენტინული ტანგო ჩამოყალიბდა არგენტინასა და ურუგვაიში ბუენოს აირესში მცხოვრები აფრიკელი მოსახლეობისაგან და ძველ აფრიკულ ცეკვებზე იყო დაფუძნებული. სახელწოდება ტანგო აგრეთვე აფრიკული წარმოშობისაა და ნიშნავს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების შერწყმით მიღებულ მუსიკას.პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.
XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს_აირესელი და მონტევიდეოელი ოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში _ შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ. _ ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 "ერთი ნაბიჯი� იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .
1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს �ოქროს ხანად� იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით �forever Tango�. ამ ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინეს მთელ მსოფლიოში და ხალხმა მასობრივად დაიწყო ტანგოს გაკვეთლებზე სიარული.
წყარო:
No comments:
Post a Comment